
2022 წლის 9, 10 და 11 დეკემბერს პროფესიული მასწავლებლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება“.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღესსხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებმა , მათ შორის ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის წარმომადგენლებმა.
ტრენინგზე განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის: სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება და ანალიზი, კომპეტენციებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე სტუდენტთა შეფასების პროცესი, შეფასების შედეგების დოკუმენტირება, ანალიზი და შეფასების ინსტრუმენტის შექმნა.
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი,ეკონომიკის დოქტორი,განათლების ექსპერტი-შორენა ხუბუნაია. შეხვედრა ჩატარდა პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით კოლეჯ „ბლექსი-ში“და მის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული განათლების მასწავლებლების მხარდაჭერა.












