LICEUMI saswavloprocesiliceumi22
LICEUM normatiuliliceumi22
LICEUMI avtorizacialiceumi22
LICEUMI aplikantebi
LICEUMI galerealiceumi22

 

სასარგებლო ბმულები

 LIiCEUMII EMIS    LICEUMIi EQE
     
 LICEUuMIi MES    LICEUMIi MTA
     
 LICEUMI NAEC    BNTU LOGO
     
LICEUM EVET EMIS GE    MACNE


 

საიტის სტუმრები


Gebäudeversicherung

2025 წლის 11 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) შენობაში, ევროპული პროფესიული მომზადების ასოციაციის (EVTA) მიერ ორგანიზებული წლიური პოლიტიკური ფორუმი გაიმართა, თემაზე: „მომავლისთვის მდგრადი პროფესიული განათლების ეკოსისტემების შექმნა: ევროკავშირის ახალი პროფესიული განათლების სტრატეგიის პრიორიტეტები”.

ფორუმში სპიკერის სტატუსით მონაწილეობდა მახინჯაურის საზღვაო სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი გაბედავა, რომელმაც მახინჯაურის საზღვაო სკოლა წარმოადგინა.

გიორგი გაბედავამ ისაუბრა პროფესიული განათლების სოციალური ინკლუზიის მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ადრეული მიტოვების პრევენციისა და მხარდაჭერითი მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე. აღნიშნული საკითხები განიხილებოდა როგორც პროფესიული განათლების სისტემების მდგრადობის, შრომის ბაზარზე ინტეგრაციისა და სოციალური თანასწორობის განმსაზღვრელი ფაქტორები.

ღონისძიებამ გააერთიანა  პროფესიული განათლების დაწესებულებები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, სტუდენტები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და პოლიტიკის შემმუშავებლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და რეკომენდაციების წარდგენისთვის, რომლებიც გათვალისწინებული იქნება ევროკავშირის ახალი პროფესიული განათლების სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

დისკუსიები შეეხო იმასაც, თუ როგორ შეიძლება პროფესიული განათლება გახდეს უფრო მოქნილი, ინოვაციური, ინკლუზიური, ასევე როგორ მოემზადოს მწვანე და ციფრული გარდატეხისთვის, და როგორ გაიზარდოს მისი  მიმზიდველობა და გრძელვადიანი გავლენა ევროპის მასშტაბით.

აღნიშნულ პოლიტიკურ ფორუმში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მახინჯაურის საზღვაო სკოლის აქტიურ ჩართულობას ევროპულ საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირებაში და ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და თანამედროვე პროფესიული განათლების განვითარებასთან მიმართებით.

854c5aeb-26f4-4d34-b076-b805d534bd13

© 2016 შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი

Created by: GmmStudio 

საიტი ბოლოს განახლდა: 04.04.26.