
2022 წლის 19-20 მაისს შპს მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის პროფესიული განათლების მასწავლებლები: ია ვერულიძე, ნინო დოლიძე, ეკატერინე სირაბიძე და ლიცეუმის დირექტორის მოადგილე მზევინარ ძირკვაძე მონაწილეობდნენ ვორქშოფში ,,პროფესიული განათლების მიმართულების პრაქტიკოსი მკვლევარი“, რომელიც გაიმართა სასტუმრო ,,ჰილტონში“. პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენლებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით წვრთნები ჩაუტარა გერმანიიდან მოწვეულმა ტრენერმა - პროფ.დოქ. მარკუს ბიონერმა. ვორქშოფის მიზანი იყო დაწესებულებებში კვლევის ჩასატარებლად და შედეგების ინტერპრეტირებისათვის საჭირო საბაზისო უნარ-ჩვევების დაუფლება.












