ახალი ამბები
სტუდენტთა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 19.05.2023

2023 წლის 18 მაისს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის თანამონაწილეობით, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა სტუდენტთა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენციის სამუშაო მიმართულებები იყო: საზღვაო მეცნიერებები, ლოგისტიკა, ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება.
სექციების მუშაობა წარიმართა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
"ბიბლიოთეკების კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება. 03.05.2023

2023 წლის 3 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში გაიმართა "ბიბლიოთეკების კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება.
ღონისძიებაზე სხვა დაწესებულებებთან ერთად წარსდგა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი.
საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა წარადგინა პრეზენტაცია, რომლის მიზანი იყო ბიბლიოთეკის საქმიანობის პოპულარიზაცია.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული 28.04.2023

2023 წლის 21-28 აპრილს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში გაიმართა საგანმანათლებლო კვირეული:“დედამიწა ჩვენი პლანეტაა“.
კვირეულის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვითი და ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში, ასევე შემოქმედებითი და დაკვირვების, გააზრების უნარების გამოსამუშავებლად.
კვირეული მიმდინარეობდა სასკოლო პროექტის „ დაიცავი გარემო, რათა დაგიცვას“ ფარგლებში. ჩატარდა
შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან 05.05.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
შეხვედრას მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ია ვერულიძე დაესწრო.
სასკოლო პროექტი სახელწოდებით: „დაიცავი გარემო, რათა დაგიცვას“ 01.05.2023

მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში მიმდინარე სასკოლო პროექტი სახელწოდებით: „დაიცავი გარემო, რათა დაგიცვას“ აქტიურ ფაზაშია.
2023 წლის აპრილში განხორციელდა გარემოს დაცვის მიმართულებით პროექტის გეგმით გათვალისწინებული













